
რუსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ "აზოვსტალი" ტექნოპარკი გახდება. ამ თემაზე მან РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა და დროებით ოკუპირებული მარიუპოლის "აღდგენის" გეგმაზე ისაუბრა.
მას არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს "აზოვსტალის" ტექნოპარკის რეჟიმში გახსნა.
მარატ ხუსნულინის თქმით, ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობები აღდგება, ხოლო პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ პუტინის დავალებით ქალაქში ახალ პარკებს გააკეთებენ.
მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქალაქის 90% განადგურებულია. არებული ცნობებით, ქალაქში დაახლოებით 150 000 ადამიანი რჩება, მათ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი.