
ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარება
გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფო დერ ლეიენი ავრცელებს.
საერთო ჯამში ევროკავშირმა უკრიანისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყო:
"ჩვენ უკრაინისთვის 500 მილიონ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოვყავით. ხვალ დამატებით 500 მილიონ ევროს გამოვყოფთ.
ეს ერთი მილიარდი ევრო უკრაინას დაეხმარება დაუყოვნებლელი ფინანსური საჭიროებების მოგვარებასა და ქვეყანას გადამწყვეტ ფაზაში გააძლიერებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი.