ყირიმის ანექსიაზე სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ერთ-ერთი მიზეზია, რომ რუსეთის აგრესია ამ დონემდე მივიდა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიაზე სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. 

ის შავი ზღვის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება, შემდგომი მოვლენების პროგნოზირება. მისი თქმით, უკრაინას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს ექსპორტის ჩაშლისგან.

"გასულ წელს ჩვენ შევქმენით ყირიმის პლატფორმა და ვავითარებთ ამ ფორმატს - მიუხედავად ყველა მუქარისა და რუსეთის მხრიდან ხელშესახები დიპლომატიური წინააღმდეგობისა.

ოკუპაციის წლებში რუსეთმა ყირიმი დიდ სამხედრო ტყვეთა ბანაკად აქცია და ათიათასობით ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. ყირიმი ჩვენი ქვეყნის თავისუფალ ტერიტორიაზე თავდასხმების პლაცდარმად იქცა... 2014 წელსა და შემდგომ წლებში, სუსტი და არასაკმარისად პრინციპული რეაქცია ყირიმის ოკუპაციაზე გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ რუსულმა აგრესიამ მოახერხა ასე დონემდე მისვლა. ჩვენ თანდათან აღვადგენთ სამართლიანობას ჩვენს ყირიმთან დაკავშირებით", - ამბობს ზელენსკი. 

მისივე განცხადებით, გასული დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი