"ლეიკერსის" ყოფილი კალათბურთელი NBA-ს ორ საჩემპიონო ბეჭედს უკრაინის დასახმარებლად ყიდის

გამოქვეყნდა:

Los Angeles Lakers-ის ყოფილი უკრაინელი კალათბურთელი, სლავა მედვედენკო მისი ქვეყნისთვის ფულის შესაგროვებლად NBA-ის საჩემპიონო ორ ბეჭედს ყიდის.

მედვედენკომ ბეჭდები 2001-2002 წლის სეზონზე მიიღო. როგორც კალათბურთელი აცხადებს, თანხა ოკუპანტების მიერ დაბომბილი სკოლების აღდგენას მოხმარდება:

”ჩვენ გვინდა აღვადგინოთ სპორტული დარბაზები, რადგან რუსეთის არმიამ დაბომბა ასზე მეტი სკოლა. ჩვენს ქვეყანას სკოლების გასაკეთებლად ბევრი ფული სჭირდება. სპორტული დარბაზები იქნება ბოლო რიგში ამის გამოსწორებისთვის. უკრაინაში ზამთარი გვაქვს და ბავშვებს შიგნით თამაში სჭირდებათ", - თქვა მან.

აუქციონი გასულ კვირას დაიწყო და ის 5 აგვისტომდე გაგრძელდება. ორივე ბეჭედი სულ მცირე, $100 000 არის შეფასებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი