აშშ უკრაინას დამატებით $550 მილიონის ღირებულების იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 550 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას გადასცემს. შესაბამის განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც ცნობილია, დახმარება მოიცავს კიდევ უფრო მეტ საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ამერიკის მხრიდან მე-17 სამხედრო დახმარების პაკეტია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი