
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, სამშაბათს, 2 აგვისტოს, უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ოლქის ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო.
მისი თქმით, პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ყველა მოქალაქეს დაეხმარებიან.