
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული ბატალიონი "აზოვი" "ტერორისტულ ორგანიზაციად" ცნო და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობა აკრძალა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
რუსეთი ბატალონს "ნეონაცისტურს" უწოდებს და ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. წარსულში რუსეთის ფედერაციაში "აზოვის" საქმიანობა "ექსტრემისტულად" იქნა აღიარებული და მისი წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ Twitter-ზე დაწერა, რომ "აზოვის" პოლკის მებოძოლები იმსახურებენ დამამცირებელ სიკვდილს.