ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ უკრაინაში ჩავიდა.

"მიუხედავად რუსული ობსტრუქციონიზმისა, პოლონეთს გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს ეუთოს საქმიანობა და უკრაინის დახმარება", - წერია განცხადებაში. 

ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის, პრემიერმინისტრ დენის შმიგალსა და უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას. გარდა ამისა, ის კიევის მიმდებარე ქალაქებს ეწვევა.

1 ივლისიდან ეუთოს უკრაინაში პროექტის კოორდინატორის ოფისის დახურვა მოუწია რუსეთის ფედერაციის ვეტოს გამო, რომელიც მანდატის გაგრძელებას არ დათანხმდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი