
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედროების, ასევე, ოლენივკაში მომხდარ თავდასხმაზე.
ეს [საუბარი] ასევე ეხება რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ოლენივკაში, რომელიც უნდა გახდეს საბოლოო არგუმენტი მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, რომ ოფიციალურად აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.
კიდევ რა არის საჭირო ამისთვის? განა ეს არ არის საკმარისად სასტიკი და აშკარა ტერორისტული აქტი, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილებები მსოფლიოს მთავარ დედაქალაქებში მიღებულ იქნეს?" - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სიტყვა „HIMARS“ უკრაინისთვის თითქმის სიტყვა „სამართლიანობის“ სინონიმი გახდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედროები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა ამ ეფექტური სისტემების წყალობით ყოველ კვირას უფრო და უფრო მტკივნეული დანაკარგები განიცადონ.