თბილისში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას საქმეზე ყაზახეთში გამოძიება ისევ გრძლდება. ყაზახეთის სასამართლომ მურად მეირბეკოვს გაუპატიურებისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა გამოძიება მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს. 

გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს, რაშიც ოჯახის ნათესავს, მურად მეირბეკოვს ადანაშაულებს. 

"დამტკიცდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, გაუპატიურების ეპიზოდი ექსპერტიზითაც დადასტურებული იყო, რადგან ასელის ცხედარზე მეირბეკოვის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ჩვენ არ გვჯერა რომ ჩვენმა ქალიშვილმა თავი მოიკლა, ვფიქრობთ, რომ ის მოკლულია და დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში მურადსაც მიუძღვის კვალი. წარმოდგენა არ გვქონდა რომ მურადი ადამიანებით ვაჭრობდა, ის გვეუბნებოდა, რომ მანქანები გადაჰყავდა. ეს საქმე ბოლომდე არ არის დამთავრებული, საქმე მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს და მურადი მკვლელობის მუხლითაც უნდა მიეცეს პასუხისგებაში", - ამბობს გარდაცვლილის დედა, აისუს აეტპაევა.

ასელ აიტპაევას საქმე

ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ყაზახმა გოგონამ ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე რუსთავში 2-ჯერ იძალადა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პროცედურულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

ასელ აიტპაევას ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მურად მეირბეკოვმა, გოგონა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, იძალადა, გაყიდა, შემდეგ კი მოკლა. 26 წლის ყაზახი ქალის ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი, ტრეფიკინგის მუხლიც დაემატოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი