რუსების მიერ მიტაცებული ჟაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კონტროლს აღარ ექვემდებარება. ინფორმაციას ატომური საერთაშორისო საგენტოს, მაგატეს გენერალური დირექტორი ავრცელებს.
რაფაელ გროსის თქმით, ვითარება დღითიდღე უარესდება და ატომურ სადგურში დასაქმებულ ადამინებთან კონტაქტს ვერ ამყარებენ. მაგატეს უფროსმა რუსეთს და უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
"უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია, მონაცმებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს", - აცხადებს რაფაელ გროსი.