ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის მართვა სრულიად უკონტროლოა - ატომური ენერგიის სააგენტო

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერტაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მართვა "სრულიად უკონტროლოა".

"უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია", - თქვა AP-სთან გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ზაპოროჟიეში, რომელსაც რუსეთი მარტიდან აკონტროლებს, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

რაფაელ გროსის თქმით, მისი გუნდი ბოლო 2 თვეა, მზად არის, სადგურში ჩავიდეს, თუმცა, ამ მისიის შესრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.  

ამის პარალელურად, რუსეთი უკრაინულ ძალებს ბრალს დებს, რომ ქვეყანა დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებს.

რუსეთმა ზაპაროჟიეს ატომური სადგური უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიკავა.

ბირთვულ სადგურში ჯერ კიდევ ოპერირებს უკრაინელი პერსონალი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. თუმცა, რაფაელ გროსის თქმით, შეწყვეტილია აღჭურვილობის და სათადარიგო მიწოდების ჯაჭვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი