
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი, არსენ ავაკოვი, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი გახდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავაკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. არსენ ავაკოვი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, ის შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის აპარატის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი პრეზიდენტის გუნდს არ დატოვებს და ის თანამდებობას მინისტრთა კაბინეტში დაიკავებს. გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ თანამდებობზე განიხილება ერმაკის კანდიდატურა.