
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საომარი მოქმედებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუციელებლია სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.
"ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა მსხვერპლი და არიან დაშავებულები.
აუცილებელია დეესკალაცია, ცეცხლის შეწყვეტის სრული პატივისცემა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მოლაპარაკების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ევროკავშირი რჩება ერთგული, დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძოს ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მოხდა. დაპირისპირებას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.