თითქმის 6 000 უკრაინელი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებს ცდილობს, წყალდიდობის გამო ერთ ადგილზეა ჩარჩენილი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, თითქმის 6 000 ადამიანი, რომელიც ცდილობს დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ზაპოროჟიეში, მარშრუტზე წყალდიდობის გამო ადგილზე ჩაიკეტა.

"ვასილივკას საგუშაგოზე 1 200-ზე მეტი მანქანაა, ეს არის თითქმის 6 000 ჩვენი მოქალაქე, რომელიც ელოდება რიგს, რომ დატოვოს ქალაქი", - განუცხადა მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა ხუთშაბათს უკრაინულ ტელევიზიას.

მისივე თქმით, ადგილზე ლოდინის დრო 7 დღემდეა, მაგრამ სიტუაცი გართულდა, რადგან ზაპორიჟიეს რაიონში ძლიერი წვიმაა და გრუნტიანი გზა ახლა გაუვალია.

ვასილივკას გავლით ზაპოროჟიესკენ მიმავალი მარშრუტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე "მწვანე დერეფნიდან", რომელიც საშუალებას აძლევს მშვიდობიანი მოქალაქეებს დატოვონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნის უსაფრთხო, უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.

მარშრუტი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიტბორა.

ოთხშაბათს, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა, რომლებიც ცდილობდნენ გზის გავლას, ხერსონში უკრაინის კონტრშეტევის გამო გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი