ესტონეთი საჯარო სივრციდან 400-მდე საბჭოთა ძეგლის აღებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ესტონეთი საბჭოთა ძეგლების საჯარო სივრციდან მოხსნას გეგმავს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთში 200-დან 400-მდე საბჭოთა ძეგლია, თუმცა გადატანის ზუსტი განრიგი უცნობია და დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნასა და ლოჯისტიკურ გეგმაზე. 

"მთავარი გადაწყვეტილია - საბჭოთა ძეგლები საჯარო სივრციდან უნდა მოიხსნას და ამას გავაკეთებთ რაც შეიძლება მალე. კონკრეტული დრო და შეკვეთა დამოკიდებულია ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნაზე და ლოგისტიკურ გეგმაზე, ეს ლოჯისტიკა მოითხოვს იმავე ყურადღებას, ორგანიზებას და მონაწილეობას კერძო სექტორისგან“, - განაცხადა კალასმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ესტონეთმა, რუსეთის მიერ უკრინაში შეჭრის გამო მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი