რეპრესიები კულტურის სფეროში | ომბუდსმენი წულუკიანის მიერ გათავისუფლებულებს ხვდება

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლ კულტურის მუშაკებს სახალხო დამცველი ხვდება. რეორგანიზაციის სახელით გათავისუფლებულ ადამიანებთან საუბარი სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზებს შეეხება.

მუზეუმებიდან ბოლო თვეების განმავლობაში კულტურის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მუზეუმებიდან არაერთი კვალიფიციური და სტაჟიანი თანამშრომელი, მათი შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

"ის, რაც გააკეთა დღევანდელმა კულტურის მინისტრმა, ეს არის მტრული საქციელი ქართული კულტურის, მუზეუმების, ხელოვნების და საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ, ნუ კარგი, მე ხნიერი კაცი ვარ, შეიძლება აღარ ვჭირდები მაგრამ ახალგაზრდობა გაუშვა საუკეთესო თანაც. გამორჩეულად, პირდაპირ გასაკვირველია. შერჩევით არის საუკეთესოები გაშვებული. მიზანი მისი არის, არ ვიცი, განადგურება ალბათ საქმის" - ამბობს იულონ გაგოშიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი