"თქვენ ხართ მონები... მონა ხარ, მოსამართლე, მონა" | ხმაური საქალაქო სასამართლოში

გამოქვეყნდა:

"თქვენ ხართ მონები... მონა ხარ, მოსამართლე, მონა" - ასე მიმართავდა ანტიკორუფციული მოძრაობის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე გოჩა დიდავას, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოძრაობა და მსიი 2 წევრი 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

სწორედ მოსამართლის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა ხმაური როგორც სასამართლო დარბაზში, ისე დერეფანში, სადაც ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდა, რადგან ის სხდომის დაწყევამდე დარბაზიდან გააძევეს. 

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი