
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განმარტა, რატომ სძულს კრემლს "აზოვის" ბატალიონი, - ამის შესახებ მან იულია ლატინინასთან ინტერვიუში ისაუბრა.
არესტოვიჩის თქმით, რუსებს აზოვის ბატალიონი იმიტომ სძულს, რომ ისინი პუტინის რეჟიმის უმნიშვნელოვანეს პუნქტს ურტყამდნენ.
"აზოვის პრობლემა ისაა, რომ რუსებს აქვთ პირადი სიძულვილი მათ მიმართ. რუსეთის რეჟიმისთვის ისინი წარმოადგენენ ყველაფერს, რაც მათ სძულთ, რასაც ებრძვიან. "ნაციონალურმა ბატალიონმა", უფრო მეტიც, ძალიან მოტივირებულმა, ბევრი სისხლი დაღვარა მათთვის და იდგნენ ბოლომდე. ისინი პუტინის მთელი რეჟიმის იდენტიფიკაციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს ურტყამდნენ და ამბობდნენ: "გზა მხოლოდ ერთია - ან მოკვდე, ან თაყვანი სცე“, - აზოვმა კი არცერთი არ გააკეთა, ”- განმარტა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ახლა კრემლის რეჟიმი ცდილობს აზოველები წარმოაჩინონ გატეხილი და მიტოვებული, როგორც მათი ხელმძღვანელობის, ასევე უკრაინის მიერ.
მათ უნდა გათელონ სახელი "აზოვი" და თავად "აზოვი", რომ ფიზიკურად იქ არ იყოს. მაშინ აქ სრული და არაკვალიფიციური მორალური გამარჯვება ექნებათ, როგორც ამბობენ, - თქვა არესტოვიჩმა
მისივე თქმით, უკრაინა და საერთაშორისო პარტიონები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კრემლმა "აზოვის" ბატალიონი ვერ გათელოს.