მეცნიერების საბჭოური რეპრესიები, რომელიც 21-ე საუკუნით თარიღდება. მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრო თეა წულუკიანმა ჩაიბარა, მუზეუმებიდან ასამდე თანამშრომელი დაითხოვეს.
მიზეზი ყველა შემთხვევაში იდენტურია. თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება ხელისუფლების კრიტიკას და პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირდება. ისინი ვინც წულუკიანისგან იდევნებიან ახლა მინისტრთან სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან.
მანამდე კი რეორგანიზაციის სახელით სახლში გაშვებული დამსახურებული სპეციალისტები სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდნენ.