გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა რუსული ბომბების წვიმაში - ამგვარი სანახაობით ომის ცოტა ხნით დავიწყების საშუალება ოდესელებს ყველაზე მძიმე დღეებში ქართველი კომპოზიტორის მეგობარმა შესთავაზა.
წარმოშობით ებრაელი კლარნეტისტისთვის, რომლის კარიერაც დიდი ხანია ოდესიდან მანჰეტენისა თუ სხვა მეგაპოლისების სცენებს გადასწვდა, ომი მის მშობლიურ უკრაინაში განსაკუთრებით მტკივნეულია, რუსული სამხედრო აგრესიის ფაშისტური ბუნების გამო.