უკრაინამ მელიტოპოლში რუსების განლაგებებს HIMARS-ით დაარტყა - მერის თქმით, მოკლულია 100-ზე მეტი ოკუპანტი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ 8 აგვისტოს ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ის რაკეტებით, ქალაქის სამრეწველო ობიექტებზე, რუსი ოკუპანტების დროებით განლაგებას შეუტიეს.

ფედეროვი წერს, რომ წინასწარი შეფასებით, განადგურებულია 100-მეტი რუსი ჯარისკაცი და დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა. 

"წინასწარი შეფასებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. 100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც იმ ღამეს დროებით ყაზარმებში იმყოფებოდნენ, კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო და მათი მშობლები უკვე ირჩევენ Lada-ს მანქანის მოდელს და ფერს", - ამბობს მერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი