ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა - გუტერეში ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა ყველას, რომ საერთაშორისო ინსპექტორებს მიეცეთ წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. 

"ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა... ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ს ყველა ძალისხმევაში, რათა შეიქმნას პირობები სადგურის სტაბილიზაციისთვის" - თქვა გუტერესმა იაპონიაში გამართულ პრესკონფერენციაზე იაპონიაში.

უკრაინამ განაცხადა, რომ შაბათს რუსეთის განახლებულმა დაბომბვამ დააზიანა 3 რადიაციული სენსორი და დაშავდა ელექტროსადგურის თანამშრომელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დაადანაშაულა რუსეთი "ბირთვულ ტერორში" და უფრო მეტი საერთაშორისო სანქცია მოითხოვა.

რუსული ძალებმა მარტის დასაწყისში შეიჭრნენ ქარხანაში, მაგრამ მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ადგილზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ უკრაინული ძალები დადანაშაულა სადგურზე მრავალჯერად სარაკეტო თავდასხმაში. ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ 5 აგვისტოს უკრინის თავდასხმის გამო დაზიანდა ორი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი და წყალსადენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი