რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მინიმუმ 27 203 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 27 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

უწყების განცხადებით, სულ დარეგისტრირებულია 27 203 სამხედრო დანაშაული, საიდანაც 26 190 დანაშაული ეხება ომის კანონებისა და წესების დარღვევას, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებასა და წარმოებას, 28 - ომის პროპაგანდას, 912 კი, სხვა ტიპის დანაშაულს.

გარდა ამისა, რეგისტრირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 12 724 დანაშაული, მათგან 8 783 ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას, 1 525 – სახელმწიფო ღალატს, 1 800 – თანამშრომლობას, 113 – აგრესორ სახელმწიფოს დახმარებას, 64 – დივერსიას და 439 სხვა დანაშაულს.

პროკურატურამ 1 451 სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი