გასულ დღეს დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 17 დაშავდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ რეზნიჩენკოს თქმით, 7 აგვისტოს რუსებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"7 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 სოლედარში, 1 ბახმუტში, 1 მარინკაში და 1 სელიდოვოში. დაშავდა კიდევ 17 ადამიანი", - აცხადებს ის.

რეზნიჩენკოს თქმით, ომის დაწყებიდან რეგიონში 700 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 798 კი დაიჭრა. ამ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის მარიუპოლი და ვოლნოვახა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი