უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი თურქეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთი პირველი მარცვლეულით დატვირთული გემი,  Polarnet-ი თურქეთში ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ თუ რუსეთის ვალდებულებებს შეასრულებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება შენარჩუნდება.

"ეს უგზავნის იმედის გზავნილს ყველა ოჯახს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკისა და აზიაში: უკრაინა არ მიგატოვებთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, "მარცვლეულის დერეფანი" გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას", - წერს კულება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ გადამზიდავები Novi Star და Rojen, რომლებმაც დატოვეს პორტები ერთდროულად, როგორც Polarnet, სავარაუდოდ, დანიშნულების პორტებში ჩავლენ, დაახლოებით, ერთ კვირაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი