უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ხერსონში ხიდებს კიდევ ერთხელ დაარტყეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კრიტიკული მნიშვნელობის ხიდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში.

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა "იმუშავეს რუსების ლოჯისტიკური მარშრუტების ძირითად პუნქტებზე", მათ შორის მთავარ - ანტონივსკის ხიდზე. მისივე თქმით, ოკუპანტებს ხიდი ორივე მხირდან გადაკეტილი აქვთ დ ადგილობრივ მოსახლეობას მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

წინასწარი მონაცემებით, ხიდი სერიოზულად დაზიანდა.

რუსული ძალები ხერსონში გაძლიერებას ცდილობენ, რადგან უკრაინის შეტევის მოლოდინში არინ. ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციის მრჩეველმა, განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა განათავსეს საჰაერო თავდაცვის სისტემები ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ ადგილებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი