
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ იეჟელი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
საქმე ხარკოვის 2010 წლის ხელშეკრულებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ყირიმში 2042 წლამდე, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით გაგრძელდა.
იეჟელი უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაშია ეჭვმიტანილი.
ამ საქმეში ბრალდებულია კიდევ ორი მინისტრი, რომლებიც ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილ, ხარკოვის შეთანხმებას უკავშირდებიან.
ცნობისთვის, იეჟელი ამ დროისთვის ბელარუსში ცხოვრობს და ლტოლვილის სტატუსი აქვს. ის ბევრ სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და უკრაინაში ძებნილთა სიაშია გამოცხადებული.