"დააკავეს აგენტები, რომლებიც თავდაცვის მინისტრისა და დაზვერვის ხელმძღვანელის მკვლელობას გეგმავდნენ" | უკრაინის უშიშროება

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ დააკავეს რუსული სპეცსამსახურების დაქირავებული აგენტები, რომლებმაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული. 

"უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების შეკვეთილი მკვლელობების სერია.

მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაციის შედეგად, განეიტრალდა სსრკ გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. 

თავდამსხმელები თავდაცვის მინისტრისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ასევე ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებოდნენ.

თითოეული მათგანის მკვლელობისთვის რუსი „კურატორები“ ჯილდოს 100-დან 150 ათას დოლარამდე დაჰპირდნენ"- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები დივერსიული საქმიანობის რუსი კოორდინატორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებიც ამჟამად იმალებიან რუსეთის ფედერაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი