
რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის აეროფლოტი, შლიან თვითმფრინავებს იმ ნაწილებისთვის, რომლებსაც დასავლეთის სანქციების გამო, ვეღარ ყიდულობენ - ამის შესახებ იტყობინება Reuters, ინდუსტრიის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთზე დაწესებული სანქციები ავიაკომპანიებს გარკვეული კომპონენტების შეძენას უკრძალავს, რაც რემონტს ხელს უშლის.
ივნისში რუსეთის მთავრობამ რეკომენდაცია გაუწია ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ნაწილობრივ დემონტაჟს, რათა 2025 წლისთვის უცხოური თვითმფრინავების ფლოტის მინიმუმ 70% ექსპლუატაციაში შეინარჩუნონ.