"არასწორია, რომ როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ" | ფინეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"არასწორია, რომ როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ", - ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი საუბრობს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ. ეს არასწორია" - თქვა მან. 

მისივე თქმით, რუსებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი