
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ ბოლო 30 დღის განმავლობაში რუსეთმა ბახუმტში 10 კილომეტრით წინსვლა მოახერხა. ეს ოკუპანტების ყველაზე წარმატებული მიმართულება იყო.
უწყების ცნობით, დონბასის სხვა ნაწილებში, სადაც რუსეთი ცდილობდა გარღვევას, მისმა ძალებმა ამ 30 დღის განმავლობაში 3 კმ-ზე მეტით წინ ვერ წაიწიეს.
"ბოლო 30 დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმა ქალაქ ბახმუტზე იყო მისი ყველაზე წარმატებული ღერძი დონბასში; თუმცა, რუსეთმა ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 10 კმ-ით წინსვლა მოახერხა", - წერს დაზვერვა.
დაზვერვა ამბობს, რომ მიუხედავად ამ ტერიტორიებზე არტილერიის მუდმივი გამოყენებისა, რუსეთმა ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის საბრძოლო ქვეითი ძალების გენერირება უფრო მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველსაყოფად.