ბრიტანეთის დაზვერვა ეჭვობს, რომ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ისევ დილემის წინაშე არიან პრიორიტეტების დალაგების მიმართულებით - დონბასში შეტევის გაძლიერებასა და უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის მოგერიების საკითხზე.

"უკრაინაში ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა თითქმის უსათუოდ დააფუძნა ახალი ძირითადი სახმელეთო ძალების შენაერთი, მე-3 არმიის კორპუსი (3 AC), ბაზირებული მულინოდან, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მოსკოვის აღმოსავლეთით", - წერს დაზვერვა. 

განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს 3 AC-ის დიდი ნაწილის მომარაგებას ახლადშექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ქმნის. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახალ შენაერთში გასაწევრიანებლად სამხედროებს მომგებიან ფულად ბონუსებს სთავაზობს. 

"რუსული არმიის შენაერთი, როგორც წესი, შედგება 15-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ სიმძლავრემდე 3 AC-ის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ, უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეობის მიმართ პოპულარული ენთუზიაზმის ძალიან შეზღუდული დონეს", - წერს დაზვერვა. 

დაზვერვა წერს, რომ 3 AC-ის ეფექტიანობა სამხედრო კამპანიისთვის ნაკლებ სავარაუდოა გადამწყვეტი გახდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი