
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
აშშ-ის, იაპონიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ამ კონტექსტში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ დაუბრუნოს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ისევე როგორც ყველა ბირთვულ ობიექტზე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და საიმედო მუშაობა. “ - აცხადებენ მინისტრები.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს რუსმა დამპყრობლებმა ოთხჯერ გაისროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთ ელექტროსადგურზე ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა, ჩართული იყო დიზელის გენერატორები. ეს დანადგარები ამ დროისთვის ქსელიდან გამორთულია.
ამავე თემაზე: