ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის 43-ე მოიერიშე საავიაციო ბაზა განადგურებულია. აფეთქებების სერიამ სტრატეგიული აეროდრომი, საიდანაც საოკუპაციო ძალებს უკრაინულ პოზიციებზე მიჰქონდათ იერიში ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა.
რა მოხდა საკის რაიონში, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. რუსული მხარე დივერსიაზე საუბრობს, რასაც დასწყობებული საბრძოლო მასალების აფეთქება მოჰყვა.
ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა, რის შედეგადაც კრმლმა პრაქტიკულად დაკარგა საავიაციო მხარდაჭერა. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი აღმოჩნდეს.