"მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება" | უოლესი ანექსირებულ ყირიმში აფეთქებაზე რუსების ვერსიას უარყოფს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ავიაბაზაზე გუშინდელი აფეთქებების მიზეზები ოფიციალურ ლონდონს ჯერ არ გაუგია, თუმცა რუსეთის ახსნა-განმარტებებს დამაჯერებლად არ მიიჩნევს - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა BBC-თან კომენტარში განაცხადა.

"ეს აშკარად არ ხდება სიგარეტის მიტოვებული ნამწვის გაღვივებიდან,” - თქვა მან. 

ამავდროულად, უოლასმა უწოდა "ნაკლებად სავარაუდო" ვერსიას, რომ ეს აფეთქებები შეიძლება ყოფილიყო დასავლური რაკეტების დარტყმის შედეგი.

უოლესის თქმით, ყირიმში რუსული სამხედრო ავიაბაზა უკრაინელი სამხედროებისთვის სავსებით ლეგიტიმური სამიზნეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი