"ბევრი ადამიანი ყირიმში ბედნიერი იყო... მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია" | ჩუბაროვი 

გამოქვეყნდა:

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რეფატ ჩუბაროვი ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს რუსეთის ფედერაციისა და მთელი მსოფლიოსთვის „ნამდვილ გამოფხიზლებად მიიჩნევს, ამბობს, რომ ეს იყო ნიშანი, რომ უკრაინა დაიბრუნებს ნახევარკუნძულს. 

„ეს არის საბოლოოდ პირველი რეალური გამოღვიძება არა მხოლოდ რუსი ოკუპანტებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ უკრაინა დააბრუნებს ყირიმს“, - განაცხადა ჩუბაროვმა.

მისი თქმით, ყირიმში ბევრი ადამიანი - ეთნიკური უკრაინელები, ყირიმელი თათრები გუშინ ბედნიერი იყვნენ, ამ აფეთქებების შემდეგ, რადგან მათ მიიღეს "ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია".

"მაგრამ მეორე ნაწილი არის ხალხი, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ყირიმში დასახლდა ან დასასვენებლად ჩამოვიდნენ, ისინი პანიკაში არიან, ეს მართალია. ხალხმა მაშინვე დაიწყო ყირიმის დატოვება", - განაცხადა ჩუბაროვმა.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის 43-ე მოიერიშე საავიაციო ბაზა განადგურებულია. აფეთქებების სერიამ სტრატეგიული აეროდრომი, საიდანაც საოკუპაციო ძალებს უკრაინულ პოზიციებზე მიჰქონდათ იერიში ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა.

რა მოხდა საკის რაიონში, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. რუსული მხარე დივერსიაზე საუბრობს, რასაც დასწყობებული საბრძოლო მასალების აფეთქება მოჰყვა.

ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა, რის შედეგადაც კრემლმა პრაქტიკულად დაკარგა საავიაციო მხარდაჭერა. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი აღმოჩნდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი