
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა უკრაინელებთან ურთიერთობების დათბობა.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები უკრაინის თემაზე, შეამცირონ.
"კონკრეტულად მეც მეხება?! ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენ უკრაინელ ძმებთან და ეს ნარატივი რაც ჩვენს მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი", - ამბობს ბურჭულაძე.
პოდოლიაკმა თქვა, რომ როცა უკრაინაში რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს და ქვეყანა თავს იცავს, უკრაინელების გაკიცხვას ვერავინ შეძლებს.