
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცადა, რომ საჰაერო ბაზაზე ღამით გაჩენილი ხანძარი ტექნიკის აალებამ გამოიწვია. განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის საზღვრის მახლობლად, ქალაქ გომელთან ახლოს მდებარე "ზიაბროვკის" საჰაერო ბაზაზე აფეთქებების შესახებ.
თავდაცვა ამბობს, რომ ერთ-ერთი ავტომობილისთვის ძრავის გამოცვლის შემდეგ, მას ცეცხლი გაუჩნდა.
"დაშავებულები არ არიან. პერსონალმა დროულად მიიღო შესაბამისი ზომები", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელარუსი და რუსეთი აგვისტოში ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. წვრთნები ორ ეტაპად - 9-დან 11 აგვისტომდე ბელარუსის ტერიტორიაზე, ხოლო 22-დან 25 აგვისტომდე რუსეთის - აშულუკის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრებში გაიმართება.