
დანიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დანიამ კიდევ 110 მილიონ ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინას იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლების მიმართულებით.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანაზე. და, რა თქმა უნდა, დანია მზადაა ჩვენი ნაწილი შეასრულოს", - თქვა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
დანიის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ესწრებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ასევე ვირტუალურად ჩაერთო და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. იხილეთ: