უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ "მხოლოდ რუსების სრული გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და უკრაინის სრული კონტროლის აღდგენა ქარხნის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე იქნება გარანტია მთელი ევროპისთვის ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის".
მისი თქმით, კოპენჰაგენში კონფერენციის მონაწილეებთან სიტყვის გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ უფრო სწრაფად და მკაცრად უნდა იმოქმედოს.
"კონფერენციის მონაწილეებისადმი ჩემს მიმართვაში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს ბევრად უფრო სწრაფად და მკაცრად. და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიმართა ფარულ ბირთვულ შანტაჟს.
ის, რაც ახლა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ხდება, ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. დღეს რუსეთის მიერ მორიგი დაბომბვა დაფიქსირდა ქარხნის ტერიტორიაზე, ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს.
რუსეთმა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი სართული გაიარა. სხვას არავის გამოუყენებია ატომური სადგური ისე აშკარად, რომ დაემუქროს მთელ მსოფლიოს და წამოაყენოს გარკვეული პირობები. და მსოფლიოში აბსოლუტურად ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება ოკუპანტების განდევნაზე ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. ეს არის გლობალური ინტერესი და არა მხოლოდ უკრაინის საჭიროება", - ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, გუშინ ნაშუადღევს, რუსებმა ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მიმდებარე ტერიტორია.