FBI ტრამპის სახლში ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდა - Washington Post

გამოქვეყნდა:

The Washington Post წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკის დროს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები, სხვა საიდუმლო მასალებთან ერთად, ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ეძებდნენ.

წყარო ამბობს, რომ ბირთვულ იარაღთან დაშაკვშირებული დოკუმენტები, სავარაუდოდ, იყო იმ საცავში, რომელიც აგენტებმა კურორტ მარ-ა-ლაგოში გატეხეს. მედიასთან წყაროები არ აკონკრეტებენ რა სახის დოკუმენტებზეა საუბარი, ანე ისინი აშშ-ს არსენალს ეხება თუ სხვა ქვეყნისას.

გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ განაცხადა, რომ მან პირადად დაამტკიცა მთავრობის მოთხოვნა ჩხრეკის ორდერის შესახებ. მისივე თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა ფლორიდის სასამართლოს სთხოვა ორდერეის დალუქვა და ის საჯარო თავად ტრამპმა გახადა.

ტრამპი ამბობს, რომ მისი გუნდი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და რომ FBI-ის აგენტებმა სახლი დაარბიეს, ჩხრეკა კი გაუფრთხილებლად მოხდა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი