მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა უკრაინის პორტები დატოვა

გამოქვეყნდა:

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პარასკევს უკრაინიდან კიდევ 2 ​​სატვირთო გემი გაემგზავრა თურქეთში. გემებით 63 000 ტონაზე მეტი მარცვლეულის გადაზიდვა ხდება.

სამინისტროს ცნობით, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი Star Laura, რომელსაც გადაჰქონდა 60,150 ტონა სიმინდი, გაემგზავრა უკრაინის პორტი იუჟნედან ირანში. ხოლო ბელიზის დროში ქვეშ მცურავი  Sormovskiy, 121, 3,050 ტონა სიმინდით, ჩორნომორსკის პორტიდან თურქეთში.

ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის გასულ თვეში, გაეროსა და თურქეთის ეგიდით მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი