"რუსული სამყაროს" სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება - პოდოლიაკი გადამწვარი მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსეთის თავდასხმის შედეგად გადამწვარი მარცვლეულის მინდვრების ვიდეოს აქვეყნებს. ის წერს, რომ "რუსული სამყაროს" სახე ესაა და მოსკოვს სურს ევროპა ასეთ დღეში ნახოს.

"დამწვარი მინდვრები უკრაინაში. ეს არის „რუსული სამყაროს“ სახე: ნგრევა, სიკვდილი და განადგურება. რუსეთის ყველაზე დიდი სურვილია ევროპა ასეთი ნახოს. ჩვენს სამყაროსა და ჯოჯოხეთს შორის გამყოფი ხაზი ახლა უკრაინაა და ჩვენ ბოროტებას გავაბრუნებთ განსაწმენდელში. საჭიროა მხოლოდ ეგზორციზმის იარაღი", - წერს პოდოლიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი