
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში, რუსეთის ეკონომიკა 4 წლით უკან დაბრუნდა, რის გამოც ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვარდნის გზაზე აღმოჩნდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის დასაწყისში მზარდი იყო, თუმცა მეორე კვარტლიდან ის კლებაში შევიდა. ეკონომისტების პროგნოზით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიური 4,7%-ით შემცირდება.
Bloomberg წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა განსაკუთრებული გავლენა ავტომობილების წარმოებაზე იქონია.
გამოცემა ასევე ცენტრალური ბანკის პროგნოზებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო კვარტლებში ეკონომიკური ზრდა ისევ შემცირდება და კლების ტენდენცია 2023 წლის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.