
Amnesty International-ის ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ Twitter-ზე დაწერა.
"რუსეთი, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს. ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე ქალაქიდან, ენერგორადიდან, მიღებული ცნობები მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინელ გავლენს ახდენს რუსეთის მილიტარიზაცია მშვიდობიან მოსახლეობაზე" - წერს ორგანიზაცია.