"უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ყოველივე იმის შემდეგ, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს - აღიქმებოდეს, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და სხვათაშორის, რუსეთის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაც სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს. 

მადლობას ვუხდი ჩეხეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებმაც ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების საკითხი ევროკავშირში განხილვის ოფიციალურ დონეზე მიიტანეს. 

უნდა არსებობდეს გარანტია, რომ რუსი მკვლელები და სახელმწიფო ტერორის ხელშემწყობები შენგენს არ გამოიყენებენ",

- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი