
"აზოვის" ბატალიონის მეთაურის ცოლი ამბობს, რომ დენის პროკოპენკოს რუსეთში გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით კატერინა პროკოპენკომ Suspiliny-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, პროკოპენკოს რუსეთში გადაყვანის შესახებ მან ინფორმაცია რუსული მედიიდან შეიტყო, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და წითელ ჯვარს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დენისი რუსეთში წაიყვანეს და ეს არც დადასტურებულა. მესმის, რომ რუსეთმა "აზოვის" ბატალიონის მეთაურები დამალა და ოფიცრებსაც მალავს, ველოდებით მოვლენების განვითარებას, მაგრამ ეს წითელი ჯვრის საქმეა, რომ პასუხი გამცეს. ამ დრომდე ზუსტად არ ვიცი, თუ სად არის ჩემი ქმარი", - თქვა პროკოპენკომ.
შეგახსენებთ, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან აზოვის მებრძოლების ევაკუაცია 17 მაისს დაიწყო. ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. ისინი ახლა ტყვეობაში არიან, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწიათ აზოვის ბატალიონის მეთაურებს.