რუსეთიდან მარიუპოლში ჩაყვანილ მუშებს ოკუპანტები დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდიან

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგიდან მარიუპოლში აგურის მშენებლები ჩაიყვანეს, ასევე დეკორატორები და ელექტრომოწყობილები. მათ უთხრეს, რომ რუსეთის ქალაქებში მსგავსი სამუშაოსთვის ორჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ.  

"ოკუპანტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამუშაოდ, რუსეთიდან მუშები ჩამოჰყავთ, მაღალ ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ ატყუებენ," - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, საბჭო წერს, რომ მარიუპოლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა უმუშევარია, რადგან მათ "მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნევენ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი