რუსებმა ენერგოდარი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რაიონში ენერგოდარი დაბომბეს, - ინფორმაციას ქალაქის მერი, დიმიტრი ორლოვი ავრცელებს. 

ორლოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი და ძაღლი, რომელსაც ის ასერნებდა. მისივე ინფორმაციით, ასევე არიან დაშავებულებიც.

"14 აგვისტოს ოკუპანტების მიერ განზრახ განხორციელებულმა მკვლელურმა პროვოკაციებმა ენერგოდარში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს ორლოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი